საუნივერსიტეტო დებატები

29 აპრილი 2017, 00:00 2088 ნახვა

საუნივერსიტეტო საპარლამენტო ფორმატის დებატებში აჭარის პირველობა გაიხსნა. ამ წუთებში, საკვალიფიკაციო შეხვედრები მიმდინარეობს. გუნდები ხვალ ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, სადაც ტურნირის გამარჯვებული და საუკეთესო მონაწილეები გამოვლიანდებიან.

დებატებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ. ტურნირი ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში