საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ხშირად მოწყვეტილია რეალობისგან და მის წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
„ის ყოველდღიურად აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებას. “, - აღნიშნა ზახაროვამ.