საქართველოს 19-წლამდელებმა ისრაელი დაამარცხეს

04 მარტი 2025, 09:59 83 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ისრაელი 2:1 დაამარცხა. სტუმრები მე-15 წუთზე ხალაილის გოლით დაწინაურდნენ. წონასწორობა მე-18 წუთზე საბა სამუშიამ აღადგინა.

გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე გიორგი მეფარიშვილმა გაიტანა. ისრაელის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ხვალ გამართავს.

ეს 19-წლამდელების ნაკრებისთვის ერთგვარი ტესტ-მატჩი იყო. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში უმცროსი „ჯვაროსნები“ პოლონეთს, სლოვაკეთსა და მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში