შალვა ხუციშვილი ღოღობერიძის ბრალდებებზე

28 აპრილი 2017, 00:00 3142 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უარყოფს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებულთან წინასწარი დაკავების იზოლატორში მოლაპარაკების  მიზნით სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც მას, გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ სუს-ის თანამშრომლის ამირან ყიფიანის წინააღმდეგ, ცრუ ჩვენების მიცემას და აქციის ორგანიზატორად დასახელებას სთავაზობდნენ.

ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღოღობერიძეს გამომძიებლის, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და მისი ადვოკატის გარდა იზოლატორში არავინ შეხვედრია.

ბათუმის აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მეორე პირის, ირაკლი ჩხვირკიას ბრალდებას კი, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ, შს მინისტრის მოადგილე აბსურდულს უწოდებს.

ამავე კატეგორიაში