ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა. ქვეყნის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მხოლოდ გასულ დღეს რუსეთმა „შაჰედისა“ და სხვა ტიპის 208 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, თუმცა მათგან 204 უკრაინულმა მხარემ გაანეიტრალა. მხოლოდ ხარკოვის მიმართულებით მტერმა 107 დრონი გაუშვა.
თავდასხმების შედეგად დაზარალდა ხარკოვი, სუმის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.