ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,6 პროცენტიდან 6 პროცენტამდე გაზარდა.
„იბიარდის“ ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მთლიანი ეკონომიკური ზრდა 3,6 პროცენტი იქნება.
ამ რეგიონის ქვეყნებიდან კი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო შედიან, საერთაშორისო საფინანსო ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ვარაუდობს.
„იბიარდის“ პროგნოზი საქართველოს მთავრობის პროგნოზზაც ემთხვევა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 6 პროცენტიან ზრდაზეა დაგეგმილი.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, EBRD-ის ანგარიშით, 2025 წელს სომხეთში – 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, აზერბაიჯანში – 3%, მოლდოვაში – 2%, უკრაინაში – 3,5%.