იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 თებერვალი 2025, 11:19 127 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში.

ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი