დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს და მიმდინარე სამუშაოებს აჭარაში ეცნობიან ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი. ქობულეთში მათ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართეს, არსებული ვითარების შესახებ მათ ინფორმაცია ქობულეთის მერმა მიაწოდა.
ლევან ზოიძემ აღნიშნა, რომ სოფლის ცენტრებამდე დამაკავშირებელი გზები სრულად გაწმენდილია.
მერიის ინფორმაციით, 5 მაღალმთიან სოფელში 30-ზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი. მათ შორის ბავშვიც. თოვლშია ჩარჩენილი ცხემვანის ეკლესიის მღვდელიც, ასევე ერთი რეინჯერი.
მათ დასახმარებლად მაშველები დილიდან გავიდნენ. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მიეწოდება.
პრემიერის განცხადებით ყველაზე მეტი დიდთოვლობის გამო პრობლემა შეექმნა ბათუმს, ქობულეთს და ხელვაჩაურს, მისივე თქმით, სამუშაოების შედეგად, გზები არსებითად გაწმენდილია.