დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი ჩაიკეტა - საჩხერის მერია

26 თებერვალი 2025, 13:19 97 ნახვა

დიდთოვლობის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. გზების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში – არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა. მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც შეაჩერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი