აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო

26 თებერვალი 2025, 13:02 238 ნახვა

აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო.

პირველი მარტიდან რეგიონს ცალკე ექნება კულტურის სამინისტრო, რომელიც ძეგლთა დაცვის, კულტურის სფეროსა და ტურიზმის განვითარებაზე იმუშავებს.

ცალკე იქნება განათლებისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც მოქმედი მინისტრი მაია ხაჯიშვილი უხელმძღვანელებს.

ვინ იქნება კულტურის მინისტრი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ცვლილება, რომლითაც განათლებისა და კულტურის სამინისტროები გაიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დღეს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განხორციელდა.

კანონი ახალი რედაქციით 1 მარტიდან ამოქმედდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი