აჭარაში სწავლა და სააღმზრდელო პროცესი არც 26 თებერვალს აღდგება

25 თებერვალი 2025, 18:05 240 ნახვა

დიდთოვლობის გამო ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მესამე დღეა სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს.
საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალ, 26 თებერვალსაც არ განახლდება. ინფორმაცია აჭარის განათლების სამინისტროში დაგვიდასტურეს. მათივე თქმით, გაცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ, გაცდენილი საათები უქმე დღეებზე გადანაწილდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში