ბათუმში რამდენიმე დასახლებას წყლის მიწოდება შეუწყდა

25 თებერვალი 2025, 09:13 694 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, წყალმომარაგების ავარიულად დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე სარემონტო სამუშაოების გამო 25 თებერვლის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდათ ადლიაში, ჰელიმიშისა და ნიჟარაძის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, გოროდოკში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ჩაისუბანში მცხოვრებ აბონენტებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში