ფესტივალი „გიზ-გიზი“

23 თებერვალი 2025, 20:19 111 ნახვა

მესტიაში ფესტივალი გიზ-გიზი დასასრულს მიუახლოვდა, ამ წუთებში ტერიტორიაზე დასკვნითი კონცერტი იმართება, ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებს გამოფენილი ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია, სტუმრების განწყობაზე კი ქართველი შემსრულებლები და დიჯეები ზრუნავდნენ. ფესტივალი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში