საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა.
პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებსა და ბაზაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.