„ტურისტერი“ - ბათუმი საქართველოს ტურიზმის სამიტს მასპინძლობს, ღონისძიება ორი დღე გაგრძელდება. მთავარი თემა „ტურიზმის მედეგობაა“, სამიტში კერძო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, პანელური დისკუსიები და ვორქშოპები.
ღონისძიება წელს მესამედ ტარდება.