მიმდინარე კვირაში პარლამენტში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდება. საუბარია ამერიკული ფარას ქართულ ანალოგზე, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ კომპანიებს.
ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებაა, ოპოზიცია კი საკანონმდებლო ინიციატივას რეპრესიულს უწოდებს.