პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები აირჩია

18 თებერვალი 2025, 15:28 193 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად გიორგი ძაგანია 83 ხმით, გიორგი ჭიქაბერიძე 83 ხმით, დიმიტრი ჯავახაძე 83 ხმით და გიორგი ჯავახიშვილი 84 ხმით აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანდიტატების არჩევის შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისია პროფესიული წევრებით სრულად დაკომპლექტდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში