სტუდენტური წახალისების პროგრამა ხელვაჩაურში

18 თებერვალი 2025, 14:15 396 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სტუდენტების წახალისებისთვის აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განცხადებების მიღებას იწყებს.

თვითმმართველობა დააფინანსებს ბაკალავრის საფეხურზე მყოფ მაღალი აკადემიური მოსწრების  სტუდენტებს.

დაინტერესებულმა პირებმა  შესაბამისი დოკუმენტაცია-განცხადება,  ცნობა აკადემიური  მოსწრების შესახებ, საბანკო რეკვვიზიტი, პირადობის მოწმობის ასლის ოფიციალურ მეილზე ან  კანცელარიაში უნდა წარადგინონ.

დოკუმენტაციის მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში