კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა, საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება

18 თებერვალი 2025, 12:34 167 ნახვა

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა – საბჭო, რომელიც 2027 წლიდან უნდა შექმნილიყო, აღარ შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოს მართვა იგივე მოდელით გაგრძელდება, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით რიგი გამოწვევები არსებობს, რომლებიც როგორც სააგენტოს ტექნიკურ-მატერიალურ რესურსებთან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის სახსრების გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში