ჭიაყელა სასმელ წყალში

27 აპრილი 2017, 00:00 3241 ნახვა

მოქალაქის განცხადებით, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე სასმელ წყალში ჭია იპოვა. ალიკა ზოიძე ამბობს, რომ ჭია ონკანიდან წყალს გამოჰყვა და ის ჭურჭელში აღმოაჩინა. მისი თქმით, აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ.

მოსახლეობა წყალს სასმელად იყენებს და შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად აპირებენ წყლის სინჯების ასაღებად შესაბამის უწყებას მიმართონ.  ჩვენ დავუკავშირდით შპს ,,ბათუმის წყალს” სადაც კომენტარის  გაკეთება არ ისურვეს. თუმცა გავარკვიეთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები  იმედაშვილის ქუჩაზე მანამ არ მივლენ, ვიდრე  მოქალაქე მათ   წერილობით არ მიმართავს.  

ამავე კატეგორიაში