ბათუმში პროევროპული აქციების 22-ვე მონაწილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულ საქმეებს ორი მოსამართლე სალიხ შაინიძე და მარიანა ფომაევა განიხილავდნენ, გადადების მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში დაცვის მხარისთვის საქმის სრული მასალების მიუწოდებლობა გახდა.
გადაიდო ბათუმელების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სხდომაც, რომელსაც ამ შემთხვევაში გამოძიება 173-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელის შეურაცხყოფასა და სხვა პირის დაკავებისას ხელშეშლას გულისხმობს,თუმცა დაცვის მხარე აცხადებს,რომ დაკავების ოქმი გაყალბებულია და რეალურად ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, მაგრამ რადგანაც სტიკერის გაკვრის მუხლი დაკავებას არ ითვალისწინებს, ოქმში შეცვალეს,როგორც მუხლი ,ასევე პირის ვინაობა, ვინც ამაღლობელი დააკავა.
ფაქტების შეცვლაზე საუბრობს ციალა ქათამიძეც, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმავე მუხლებით ედავებიან.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეთა ნაწილს 31 იანვარს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით გზის ბლოკირებას ედავებიან.
ბრალდებას უსაფუძვლოდ და დაშინების მცდელობად აფასებენ თავად ბრალდებულები, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია,რის გამოც მისი სასამართლო პროცესი დაიხურა.
გადადებული პროცესები შემდეგი კვირიდან მარტის პირველ ნახევრამდე გადანაწილდა.