,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ სიახლეებს გეგმავს. იცვლება საჯარიმო სისტემა. შესაბამის დადგენილებას უწყება ხვალ, საკრებულოს სხდომაზე წარადგენს.
საჯარიმო ქვითრის ხელით შევსების ნაცვლად, მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები სანქციას ელექტრონულად გააფორმებენ. ამისთვის მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგდებათ, მათ შორის მინიპრინტერიც.
შედეგად დამრღვევი მგზავრი ქვითარს ადგილზე მიიღებს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ავტობუსებში ე.წ. კონდუქტორების დამატების შემდეგ, ჯარიმების რაოდენობა შედარებით შემცირდა.