აშშ-ში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

17 თებერვალი 2025, 09:18 300 ნახვა

რვა ადამიანი დაიღუპა  უამინდობის შედეგად ამერიკის კენტუკის შტატში. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

დაღუპულთაგან ექვსი, მათ შორის ქალი და ბავშვი ცენტრალურ ჰარტის ოლქში წყალდიდობამ იმსხვერპლა,  ხოლო ორი ადამიანის გარდაცვალება საავტომობილო ინციდენტთან არის დაკავშირებული.

კენტუკის შტატის გუბერნატორმა  ასევე აღნიშნა საგანგებო რეაგირების მასშტაბები და განაცხადა, რომ სამაშველო ჯგუფებმა ჩაატარეს ათასზე მეტი ოპერაცია ქარიშხლის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში