არა მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ და საუბრობენ უსამართლობაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებიდან და რიგი პოლიტიკოსებისგან და თანამდებობის პირებისგან მომდინარეობს, არამედ ამ ყველაფერზე საუბრობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც, – ასე აფასებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გუშინდელი გამოსვლას უმრავლესობის წევრები. მიუნხენის კონფერენცია ასევე შეფასების საგანია ოპოზიციაში.