პროტესტი ბათუმში

14 თებერვალი 2025, 10:01 204 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება. მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და დაკავებულთა გათავისუფლება. ასევე აქციის მონაწილეები თანადგომას უცხადებენ მზია ამაღლობელსა და თემურ ქათამაძეს, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. აქციის მონაწილეები მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

მოქალაქეები 78-ე დღეა პროტესტის ნიშნად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან   იკრიბებიან.

საპროტესტო აქციაზე, იყო სიტყვით გამოსვლებიც. ხვალ კი ბათუმსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო მარშია დაგეგმილი. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში