გერმანიის კანცლერი ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, სწრაფად მიიღოს დადგენილება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მის შედეგებს ევროპისთვის „საგანგებო სიტუაციად“ აღიარებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი, რომელიც დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, აღარ მოხდება სხვა ამოცანების ხარჯზე, რომლებიც სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების მიმართ უნდა შეასრულოს, თუმცა კანცლერს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის დახმარებაზეა საუბარი ან რა წყაროებიდან იქნება დაფინანსება.