''დებიუტი''-ს დასკვნითი კონცერტი

26 აპრილი 2017, 00:00 3251 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი პროექტ “დებიუტი”-ს ფარგლებში, ბოლო კონცერტს უმასპინძლებს. დასკვნით საღამოზე, დებიუტანტი ვოკალისტები საოპერო მომღერლებთან ერთად, სხვადასხვა არიას შეასრულებენ.  კოსტიუმირებული წარმოდგენა ხვალ 7 საათზე დაიწყება.

ღონისძიების მიზანი დამწყები მომღერლების პოპულარიზაცია და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობაა. გარდა ამისა, მსგავსი პროექტებით, ავტორები, კლასიკური მუსიკის აუდიტორიის გაზრდასა და  მსმენელის დაინტერესებას ცდილობენ. პროექტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი