უსახლკაროთა კრიტერიუმების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის სხდომა

12 თებერვალი 2025, 14:08 193 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო  ოჯახად რეგისტრაციისათვის დადგენილი კრიტერიუმების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, უსახლკაროდ რეგისტრაციის წესზე  მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, შემუშავდა დოკუმენტი, რომლის კორექტირება მიმდინარეობს, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები თუ როგორ უნდა მოხდეს ბენეფიციარების დოკუმენტაციის გადარჩევა და პროგრამაში მათი ჩართვა. 

ამ დროისთვის, მერიაში 187 ბენეფიციარის განაცხადია შესული.  ცნობილია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, ბენეფიციარი  ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაწერილი უნდა იყოს ბათუმის მუნიციპალიტეტში.

ბათუმის მერის თქმით, სოციალური პროექტის ფარგლებში ბინებით უზრუნველყოფა მერიის საბინაო ფონდიდან მომდევნო წლებში მოხდება.

ბათუმის მერიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან წარმომადგენლები საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოდან, ასევე საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში