რუსთაველის გამზირი გუშინ საღამოსაც გადაიკეტა

12 თებერვალი 2025, 10:05 81 ნახვა

უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ გუშინ რუსთაველის გამზირზე. საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით 11 საათისთვის გადაიკეტა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, თუმცა გზის გადაკეტვას წინა დღისგან განსხვავებით დაკავებები და დაპირისპირება არ მოჰყოლია.

რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლებაა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში