კლასიკური მუსიკის კოსტიუმირებული კონცერტი

26 აპრილი 2017, 00:00 3564 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო ცენტრი პროექტ "დებიუტის" შემაჯამებელ კონცერტს ხვალ მართავს

კოსტიუმირებულ კონცეტრში  მუსიკალური ცენტრის დებიუტანტი მომღერლები მონაწილეობენ, რომლებიც მსმენელების წინაშე სხვადასხვა საოპერო არიებით წარსდგებიან. კონცერტზე დებიუტანტებისა და უკვე შემდგარი მომღერლების დუეტებიც გაიჟღერებს, მათ შორის იქნება ტენორი ირაკლი კახიძე. 

ბათუმის სახელმწიფო ცენტრი პროექტ "დებიუტის"  მიზანი დამწყები ვოკალისტების განვითარების ხელშეწყობა.

კოსტიუმირებული პერფომანსი, ხვალ მუსიკალურ ცენტრში საღამოს 7 საათზე დაიწყება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი