ვენესუელაში აშშ-დან დეპორტირებულთა პირველი ნაკადი ჩავიდა 

11 თებერვალი 2025, 09:05 114 ნახვა

აშშ-ს დონალდ ტრამპისა და ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ადმინისტრაციის იანვრის შეთანხმების შემდეგ აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელელი მიგრანტების პირველი ორი თვითმფრინავი   ვენესუელის აეროპორტში დაეშვა. 

იგეგმება  ათასობით მიგრანტის დეპორტაცია სამშობლოში, რომლებმაც ვენესუელა  ეკონომიკური სანქციების და ქვეყნის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის კამპანიის გამო დატოვეს - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. დეპორტირებულთა შორის არიან ტრენ დე არაგუას დაჯგუფებასთან კრიმინალურ კავშირში ეჭვმიტანილებიც.

ბოლო წლებში  ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის გამო ვენესუელა 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში