ქართველი მოციგურავე ტურნირის მთავარი ფავორიტია

11 თებერვალი 2025, 11:08 84 ნახვა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში გრძელდება შეჯიბრებები ბათუმის ყინულის არენაზე.

ასპარეზობის პირველი დღე შორტ-ტრეკს დაეთმო და 1500-მეტრიან დისტანციაზე გამარჯვებულ-პრიზიორებიც გამოავლინა.

დღეს შორტ-ტრეკზე შეჯიბრება 500-მეტრ დისტანციაზე, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართება. ხვალ კი დაიწყება შეჯიბრება ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს, - 15 წლის ელენე გურგენიძე. მას ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ.

ხვალ ინგა მოკლე პროგრამით წარსდგება, 13 თებერვალს კი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში