რუმინეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისადმი მიძღვნილ ერთობლივ მიღებას, საქართველოს პრემიერი რუმინეთში დღეს დაესწრება, მთავრობის მეთაური შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან გამართავს. მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარესთან და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან.