თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი და პატიმრობაში დატოვა. იგი 22-ე დღეა შიმშილობს.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ამ დროის განმავლობაში, 15 კილოგრამი დაიკლო. მიუხედავად ამისა, ქათამაძე სასამართლო პროცესს მაინც დაესწრო.
მოსამართლემ, ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვასა და მოწმეთა გამოკითხვასთან დაკავშირებით, რის გამოც, ქათამაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
თურქეთის მოქალაქე, ეთნიკური ქართველი თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.