აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

07 თებერვალი 2025, 11:03 99 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები 30 დღის განმავლობაში დაეხმარება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის თანამშრომლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, უკან დაბრუნებაში.   

როიტერის ინფრომაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, მსოფლიო მასშტაბით USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლიდან მხოლოდ 294 დატოვოს. მათ შორის მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს აზიის ბიუროში.     

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილა პანამის არხთან დაკავშირებული საკითხებიც.  აღნიშნა, რომ პანამაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, აქვთ თავიანთი წესები და კანონები. თუმცა შეერთებულ შტატებს აქვს სახელშეკრულებო ვალდებულება, დაიცვას პანამის არხი თავდასხმის შემთხვევაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში