გადაცემები ეთნიკურ უმცირესობებზე

25 აპრილი 2017, 00:00 2353 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზია და რადიო” ეროვნულ უმცირესობებზე  პროექტის განხორციელებას იწყებს. ბათუმში არსებულ  დიასპორებზე სიუჟეტები მომზადდება სახელწოდება - დევიზით “საქართველო ჩვენი სამშობლოა, ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“, რომელიც გადაცემა “ჰეშთეგში” გავა.

პროექტის მიზანი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მოტივაციის ამაღლება და მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაა.  პროექტის ავტორია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”. ორგანიზაცია მას  ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს“   მხარდაჭერით ახორციელებს. 

გადაცემებთან ერთად იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობა. ეროვნული უმცირესობების კულტურული ცხოვრების პოპულარიზაციასა და მათ ჩართულობაზე ბათუმურ ცხოვრებაში, პროექტის ფარგლებში ბულვარის ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერიაც იზრუნებს, რომელიც 31 ივლისს ფესტივალს უმასპინძლებს.
პროექტის მედია პარტნიორები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადი და  გაზეთი “ბათუმელები” .
პროექტის პრეზენტაცია „ანბანის კოშკში“ გაიმართა.

ამავე კატეგორიაში