აშშ-ის ქალაქებში ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტეს

06 თებერვალი 2025, 09:55 139 ნახვა

ასობით მომიტინგე, მათ შორის ამერიკელი სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები შეიკრიბენენ აშშ-ის კაპიტოლიუმის წინ  და გააპროტესტეს  დონალდ ტრამპისა და მისი თანაშემწის ილონ მასკის პოლიტიკა. პროტესტი ძირითადად ფოკუსირებული იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - იუსაიდის საქმიანობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე.

აქციის მონაწილეები მოითხოვდენენ, რომ მასკმა   თეთრი სახლის ადმინისტრაცია დატოვოს. ამერიკელი სენატორები  მომიტინგეებს მოუწოდებდნენ გააგრძელონ იუსაიდის მხარდაჭერა. დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგსაპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესის მერიის წინაც გაიმართა. მომიტინგეები სკანდირებდნენ ანტიფაშისტურ ლოზუნგებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო დემონსტრაციები ტრამპისა და მისი პრეზიდენტობის პირველი ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ნიუ-იორკის მერიის პარკში შეკრებილმა მომიტინგეებმა  პრეზიდენტ დონალდ ტრამპს "ფაშისტი" უწოდეს, მის მრჩეველს ელონ მასკს კი "ძალაუფლებისგან მთვრალი".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში