83 ხმით, ერთხმად - პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილება კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.
დღეიდან, სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს.