თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც დღეს ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხება

05 თებერვალი 2025, 10:09 86 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეს.

დღევანდელ პროცესზე დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხება. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურუს შუამდლოლობა და პროცესი დაიხურა.

გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში