„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები

04 თებერვალი 2025, 11:11 110 ნახვა

''ქართული ოცნების'' ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მიღებას პარლამენტი დაჩქარებული წესით გეგმავს. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე იზრდება. ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში.

ასევე, თუ აქამდე ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება  ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

არსებული ცვლილებით, ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა. გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვისაც.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში