აშშ-ის სხვადასხვა შტატში ქუჩებში აქტივისტები გამოვიდნენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს.
ლოს-ანჯელესში ასობით მომიტინგე აშშ-ს სამთავრობო უწყებების მიერ მიგრანტების დაპატიმრებისა და დეპორტაციის წინააღმდეგ გამოვიდა, ისინი ანტიმიგრაციულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მექსიკის ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ.
20 იანვარს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი რეპრესიები არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ.
სამხედროებს საზღვრის უსაფრთხოებისა და დეპორტაციის უზრუნველყოფა დაავალა.
საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის ოფიცრები ყოველდღიურად 900-დან 1200-მდე ადამიანს აკავებენ, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 4-ჯერ აღემატება.