საქართველო მუმბაის ტურისტულ გამოფენაზე

03 თებერვალი 2025, 10:09 82 ნახვა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მუმბაის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ . ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში საქართველო  ეროვნული სტენდით წარსდგა. 

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45 კერძო კომპანია მონაწილეობდა.  

მუმბაის ტურისტულ გამოფენაში 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში