პროკურატურის განცხადება - ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისთვის ორ პირს ბრალი წარედგინა

25 აპრილი 2017, 00:00 2109 ნახვა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 11-12 მარტის აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ორ პირთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

''პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მ.ღ-ს და ი.ჩ-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი  ნაწილით. 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ''ბათუმი პლაზას'' მიმდებარე  ტერიტორიაზე  მ.ღ.-ს  და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. .

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი