დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

02 თებერვალი 2025, 10:01 136 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას.

განკარგულების თანახმად, 25%-იანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე, ხოლო, 10%-იანი ტარიფები ჩინურ პროდუქციაზე.

ასევე, კანადიდან ენერგორესურსების იმპორტზე იმოქმედებს 10%-იანი ტარიფი.

თეთრი სახლის განცხადებით, „ეს ტარიფები აუცილებელია, რათა ჩინეთი, მექსიკა და კანადა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ დაპირებებზე, შეაჩერონ მომწამვლელი ნარკოტიკის ნაკადი აშშ-ში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში