მმართველი გუნდის გადაწყვეტილება

01 თებერვალი 2025, 14:54 78 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, ისევ განხილვის თემაა. მმართველი გუნდი ოპონენტებს საქართველოს წინააღმდეგ გამიზნულ ქმედებებში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ოპოზიციამ PACE-ში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმოქმედა და ქვეყნის ინტერესები განზრახ დააზიანა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგში მყოფ კოალიციური ცენტრების წარმომადგენლებს, საუბარი ნამდვილად ჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის შედგენაში, განხილვაში და კენჭისყრაში. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას კი, დაეტოვებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ოპონენტები ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობად აფასებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში