ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, 6 თვის ვადით, მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
თანამდებობაზე თავიდან ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფიო თავაძემ გუშინ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა. შეგახსენებთ, რომ რექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თემურ კეჟერაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.