ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

30 იანვარი 2025, 14:03 145 ნახვა

ქალთა ინტერპარტიული ჯგუფი „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას, რომლის ხელმომწერებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ, პოლიტიკური პარტიებიდან 300-ზე მეტი ქალი უერთდება.

''„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და უკვე მეთვრამეტე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

ჩვენ პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში