ტიტე აროშიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

29 იანვარი 2025, 14:10 195 ნახვა

ტიტე აროშიძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს რიგგარეშე სესიაზე მიიღეს. ტიტე აროშიძის უფლებამონაცვლე უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, ლაშა სირაბიძე იქნება, რომელიც “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მომდევნო ადგილს იკავებს. 

პროცედურა უსკოს ჩართულობით გაგრძელდება და საბოლოოდ, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი ახალი წევრის ვინაობა.  დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი მისი სხვა თანამდებობაზე არჩევა გახდა. ტიტე აროშიძე 21 იანვარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა.

პოლიტიკური წარსულის მქონე დეპუტატის რექტორად არჩევის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხდა, რომ ეს არა “ქართული ოცნების“, არამედ ტიტე აროშიძის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პატივს სცემს.

პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხზე დასმული კითხვა კი დავით გაბაიძემ უპასუხოდ დატოვა.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში