წარჩინებულ სტუდენტს სახელობითი სტიპენდია გადაეცა

29 იანვარი 2025, 10:01 162 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს ჯეირან გვაგვალიას დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და სერტიფიკატი გადაეცა. სტუდენტმა  ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის საშუალო სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

სახელობითი სტიპენდიატი, ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში,  ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებს.

დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში