ინფრასტრუქტურული  პროექტები მოსახლეობის ჩართულობის გარეშე

24 აპრილი 2017, 00:00 2803 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმების შემდეგ, მუნიციპალიტეტები მსგავსი პროექტების განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტით, ან ტრანსფერებით გეგმავდნენ. ერთი განსხვავებით, ამ შემთხვევაში მოსახლეობის სრული ჩართულობა მუნიციპალიტეტისთვის ვალდებულება აღარაა.

“მთავარი” დაინტერესდა, მიმდინარეობს თუ არა სოფლებში მსგავსი სამუშაოები. მზია მართალიშვილმა რეპორტაჟი ხელვაჩაურის მაგალითზე მოამზადა, აღმოჩნდა, რომ აქ მოსახლეობის უმეტესობისთვის არ უკითხავთ, რის გაკეთებას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

საბიუჯეტო წლის მეოთხე თვეს არც ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაწყებული, ამბობენ, რომ დაფინანსების თხოვნით მთავრობას უკვე მიმართეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი